ახალი ამბები

მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

(თბილისი, 26 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ამ დროისთვის მიწიძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ხუთს მიაღწია. მიღებული ტრავმების შედეგად 26 აპრილს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის ქალი, რომელიც 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს შოკურ მდგომარეობაში მყოფი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადახტა.

მიწისძვრისას სამი ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ერთი კი გულის შეტევით გარდაიცვალა. ღამის განმავლობაში “სასწრაფო დახმარების” მანქანები ინტენსიურად გადიოდნენ მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

მიწისქცეშა ბიძგების ინტენსივობა 6 ბალი იყო, ეპიცენტრი – თბილისიდან სამხრეთით 21 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე თბილისში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.

განიხილეთ თემა სამოქალაქო ფორუმზე

მსგავსი/Related

Back to top button