ახალი ამბები

მოსკოვისთვის კოდორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაზების გაყვანა

(თბილისი, 25 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაცია საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს უკან იტოვებს,” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა ალექსანდრე კოსანოვმა გაზეთ “ნეზავისიმაია გაზეტა”-სთვის მიცემულ ინტერნიუში 25 აპრილს.

საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ კოსანოვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს რუსული ბაზების გაყვანის 10-წლიანი გეგმის შემუშავებას სთავაზობს.

25 აპრილს საქართველოს დელეგაცია მოსკოვში რუსულ მხარესთან მოპლაპარაკების გასამართად ჩავა. საქართველო ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის ჯარის გაყვანას 3 წლის განმავლობაში ითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button