ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ბუნდესვერის წარმომადგენელთან ერთობლივი მუშაობის გეგმას განიხილავს

(თბილისი, 25 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გერმანიის მთავარი სამხედრო შტაბის უფროსს და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჰარალდ ჰუიატს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ეს ვიზიტი 26 აპრილამდე გასტანს.

შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

25 აპრილს გერმანიის სამხედრო წარმომადგეველი თავის ქართველ კოლეგას, ჯონი ფირცხალაიშვილს შეხვდება და ქართულ სამხედრო აკადემიას მოინახულებს.

მსგავსი/Related

Back to top button