ახალი ამბები

კოლინ პაუელი საქართველოში დაგეგმილ ოპერაციაზე საუბრობს

(თბილისი, 25 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “ჩვენ საქრათველოში მცირე ძალების გაგზავნას ვაპირებთ, რომლიბიც პრეზიდენტ შევარდნაძეს არსებული სიძნელეების მოგვარებაში დაეხმარება იმ რეგიონში, სადაც ტერორისტები იმყოფებიან,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო კოლინ პაულმა 24 აპრილს ამერიკის სენატის კომიტეტის სხდომაზე საგარეო ოპერაციებთან დაკავშირებით.

“ეს შენაერთები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გაწვრთნიან და შესაბამის ტექნიკას მიაწოდებენ ქართულ მხარეს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,” – აღნიშნა პაუელმა.

“ტერორიზმთან ბრძოლა არ დასრულებულა – როგორც ამას ავღანეთში ჩატარებული ოპერაციები და საქართველოსადმი დახმარება გვიჩვენებს, ჩვენ ანტიტერორისტული ბრძოლის განვითარებისკენ მივისწრაფვით,” – განაცხადა მან.

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები პანკისის ხეობაში ტერორიზმის წინააღდეგ საბრძოლველად 2000-მდე ქართველ ჯარისკაცს მოამზადებენ.

სამხედრო ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დღემდე ცნობილი არ არის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი თბილისში აპრილის ბოლოსთვის ჩამოვა.

მსგავსი/Related

Back to top button