ახალი ამბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 25 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს 25 აპრილიდან 12 მაისამდე სტუმრობს. მისაიმ საქართველოს მიერ ფონდის რეკომენდაციების შესრულება უნდა შეაფასოს.

მისიას ფონდის წარმომადგენელი დეივიდ ოუენი ხელმძღვანელობს.   

საქართველოს ხელისუფლებას სავალუტო ფონდის თერთმეტი რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა, მათ შორის შემოსავლების მობილიზაცია და ენერგოსექტორში დავალიანების აღრიცხვა.

17 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები გააკრიტიკა, ასევე პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ Bასილია. კრიტიკის მიზეზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციათა შეუსრულებლობა იყო.    

მსგავსი/Related

Back to top button