ახალი ამბები

ქართველი მაღალჩინოსნები სოხუმში მოლაპარაკებებზე ჩადიან

(თბილისი, 25 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილ და საგანგებო საქმეთა მინისტრთან მალხაზ კაკაბაძესთან ერთად დღეს სოხუმში ჩადის.

ქართველი მაღალჩინოსნები აფხაზეთის დეფაქტო ხელისულფების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებასა და სამშვიდობო პროცესის განვითარების გზებს განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერი ანრი ჯერგენია დღევანდელი შეხვედრის შესახებ 23 აპრილს სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button