ახალი ამბები

ქართველ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი მოსკოვს გაემგზავრა

(თბილისი, 25 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – სამხედრო სფეროში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ირგვლივ მოლაპარაკებების გასამართად ქართული დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა. დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი რევაზ ბეშიძე ხელმძღვანელობს.

როგორც “სივილ ჯორჯიას” აღნიშნული სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხარეთა საექსპერტო ჯგუფების დონეზე ჩატარდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის კახა სიხარულიძის ცნობით, მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების ვადების პრობლემაც.

მსგავსი/Related

Back to top button