ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზების იარაღით მომარაგებას უარყოფს

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ოფიციალური მოსკოვი უარყოფს რუსეთში საქართველოს ელჩის განცხადებას რუსების მიერ აფხაზური მხარის იარაღით მომარაგების თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ვალერი ლოშჩინინმა 24 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში იარაღს მხოლოდ სამშვიდობო ძალებს აწვდის.

ლოშჩინინის თქმით, იარაღის მოწოდება ხდება მხოლოდ  საშტატო განრიგის მიხედვით.

რუსეთის მიერ იარაღით აფხაზების მომარაგების შესახებ საქართველოს ელჩის ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას ლოშჩინინმა ჟურნალისტებს ურჩია, რომ ასეთ განცხადებებს ყურადღება არ მიაქციონ.

მსგავსი/Related

Back to top button