ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს იღებს

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტმა დღეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

ცვლილებები საარჩევნო კომისიების დაკომეპლექტების წესს ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მეორე ან მესამე მოსმენით არ დამტკიცდა, 2 ივნისს დაგეგმილ არჩევნები გადაიდება.

დეპუტატთა ნაწილი “მოქალაქეთა კავშირს” კენჭისყრის გადადების მცდელობაში ადანაშულებს. ისინი ირწმუნებიან, რომ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ივნისში ჩატარების წინააღმდეგია და პარტიის შიგნით არსებული პრობლემების გამო მის გადადებას ცდილობს.

სავარაუდოდ, დეპუტატები ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ. კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button