ახალი ამბები

ბურჯანაძე აფხაზეთში უკრაინელი სამშვიდობოების განლაგებას ითხოვს

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურნაჯანაძემ, რომელიც ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უკრაინული სამშვიდობო ძალების განლაგება მოითხოვა.

“უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მას ვენდოთ”, – განუცხადა ბურჯანაძემ 23 აპრილს მის უკრაინელ კოლეგასთან ივან პლიშჩთან შეხვედრის შემდეგ უკრაინული ტელევიზიის პირველ არხს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანოტოლი ზლენკომ იანვარში საქართველოში ყოფნისას აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთში განხორციელებულ სამშვიდო ოპერაციაში იმ შემთხვევაში, თუ ეს გაეროს ეგიდით მოხდება.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ამჟამად რუსი სამშვიდობოები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით იმყოფებიან. 

მსგავსი/Related

Back to top button