ახალი ამბები

გერმანიის გენშტაბის ინსპექტორი საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – გერმანიის ფედერალური ძალების გენერალური შტაბის ინსპექტორი და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი ჰერალდ ჰუიატი 24-დან 26 აპრილამდე საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტისას განხილული იქნება საქართველოსა და  გერმანიის სამხედრო უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, – იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლის ყოფნისას ასევე საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს თავდაცვის სისტემების განსავითარებლად გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის საკითხებიც განიხილება.

მსგავსი/Related

Back to top button