ახალი ამბები

ოსმალეთში სომხების განადგურების თემამ საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება გამოიწვია

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 24 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ვან ბაიბურთმა თავის კოლეგებს მოუწოდა, რომ საკანონმდებლო ორგანომ დეკლარაცია მიიღოს “ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის” 87-ე წლისთავთან დაკავშირებით და სინანული გამოხატოს.

ბაიბურთის ამ მოწოდებასთან დაკავშირებით დეპუტატმა რამიზ ბაქიროვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ ისტორიკოსებმა უნდა შეისწავლონ და ამჟამად არ არის ის დრო, როცა საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა დეპუტატებს ამ თემაზე განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და დისკუსიის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

მსგავსი/Related

Back to top button