ახალი ამბები

რეფორმატორთა ოპონენტები ჟვანიას გავლენის შესუსტებას ცდილობენ

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის მომხრეებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, რომელიც ზურაბ ჟვანიას საორგანიზაციო საბჭოს ალტერნატიულია.

ლავან მამალაშის მომხრე გელა კვარაცხელიას ცნობით, საბჭო 21 აპრილს შეიქმნა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ლიდერობას არ დავთმობთ,” – განაცხადა კვარაცხელიამ.

ახალი ალტერატიული საბჭოს შექმნით მამალაძეEცდილობს ზურაბ ჟვანიას გავლენა შეასუსტოს, რომელიც მოქალაქეთა კავშირის საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარეა.

რეფორმატორები, რომლებსაც სათავეში ზურაბ ჟვანია უდგას, პარტიის ოპოზიციაში გადაყვანას ცდილობენ.

პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, იგი დატოვებს მოქალაქეთა კავშირს იმ შემთხვევაში, თუ პარტია ოპოზიციაში გადავა. 

მსგავსი/Related

Back to top button