ახალი ამბები

ანტიკორუფციული საბჭო მაღალჩინოსნის საკითხს იხილავს

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 13 აპრილს ანტიკორუფციული საბჭო პრეზიდენტის რეგიონალური მმართველობის სამსახურის უფროსის ბადრი ხატიძის საქმეს განიხილავს.

გასულ კვირას ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ხატიძემ საშემოსავლო დეკლარაციაში არ აჩვენა 50,000 აშშ დოლარი, რომელიც მისმა მეუღლემ ნათესავს ასესხა.

ბადრი ხატიძე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური პროვოკაციაა.

არც ისე დიდი ხნის წინ მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს კობა ბუჩუკურს თანამდებობა დატოვებინეს საშემოსავლო დეკლარაციაში მის სახელზე არსებული ქონების არასწორად დაფიქსირების გამო.

მსგავსი/Related

Back to top button