ახალი ამბები

საქართველო – რუსეთის უშიშროების სამსახურები პანკისის საკითხზე ერთად იმუშვებენ

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “რუსეთ-საქართველოს უშიშროების სამინისტროები პანკისის თემაზე ერთობლივად იმუშავებენ და შექმნილ სიტუაციაზე ერთმანეთს ინფორმაციას გაუცვლიან,” – განაცხადა 22 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილემ ვიქტორ კამაგოროვმა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში კამაგოროვმა ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგან, მისი თქმით, ეს, შესაძლოა, ტერორისტების გაფრთხილებად ჩაითვალოს, რომლებმაც მოსკოვში, ვოლგოდონსკში და ბუდიონოვსკში სახლები ააფეთქეს.

“საუბედუროდ, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არ არის,” -განაცხადა ვიქტორ კამაგოროვმა.

რუსეთის მხარე საქართველოს პანკისის ხეობაში ერთიანი ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადებას სთავაზობს. ოფიციალური თბილისი ამის წინააღმდეგია. 

მსგავსი/Related

Back to top button