ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნების კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა შეწყვიტა

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 22 აპრილს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციების ხელმძღვანელთა უმრავლესობამ უარი განაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე.

ადგილობრივი არჩევნები უკვე არსებული კანონპროექტით ჩატარდება. გუბერნატორებს კვლავ პრეზიდენტი დანიშნავს.

საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობა 2002 წლის 2 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი არჩევნების გადავადების წინააღმდეგია.

მსგავსი/Related

Back to top button