ახალი ამბები

შევარდნაძე და ჯერგენია სიტუაციის განმუხტვის შესახებ შეთანხმდნენ

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრი ჯერგენიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაციის შესახებ იმსჯელეს, – იტყობინება სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემდგარი საუბრისას მხარეებმა სიტუაციის განმუხტვისა და სტაბილურობის დამკვიდრების სურვილი გამოთქვეს.

შევარდნაძე და ჯერგენია სატელეფონო კონსულტაციებს კვლავ გაარძელებენ და ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხს განიხილავენ.

მსგავსი/Related

Back to top button