ახალი ამბები

სოხუმი კოდორში ჯარების შეყვანით იმუქრება

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ადანაშაულებს ქართულ მხარეს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

სააგენტო “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა გივი აგრბამ განაცხადა, რომ კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის გაყვანის არ სჯერა. მისი თქმით, ქართული მხარისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა რამდენიმე დღეში იწურება.

“თუ საქართველო რეალურად არ გაიყვანს ჯარებს კოდორიდან, მაშინ მე იქ საკუთარ ქვედანაყოფებსა და მძიმე ტექნიკას შევიყვან”- განაცხადა აგრბამ.

“ჩვენ არ დავუშვებთ გასული შემოდგომის მოვლენების განვითარებას, როცა კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტებმა შემოაღწიეს რუსლან გელაევის მეთაურობით”- დასძინა არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი/Related

Back to top button