ახალი ამბები

აშშ-ის ანტიტერორისტულ პროგარამაში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო

(თბილისი, 22 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის გასატარებლად ამზადებს, იუწყება საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახური.

ამჯერად სამინისტროს 24 კაციანი ჯგუფი ამერიკაში იმყოფება, სადაც ის წვრთნებს გადის.

წვრთნები ნაწილია იმ პროგრამისა, რომელსაც აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ახორციელებს და რომელიც თავდაცვის სამინისტროს ქვედანაოფებს ანტიტერორისტული ოპერაციისთვის ამზადებს.

მსგავსი/Related

Back to top button