ახალი ამბები

თუ “მოქკავშირი” ოპოზიციაში გადავა, მას პრეზიდენტი დატოვებს

(თბილისი, 22 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “თუ “მოქალაქეთა კავშირი” ოპოზიციური პარტია გახდება, მაშინ მე მასთან საერთო აღარაფერი მექნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად ორი ფრაქცია იბრძვის. ერთს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ლიდერობს, მეორეს კი – ქვემო ქართლის გუბერნატორი, პროშევარდნაძისტი ლევან მამალაძე.

პარტიის ოპოზიურად გარდაქმნას ზურაბ ჟვანია და მისი მომხრეები ცდილობენ.

დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კვლავ გააგრძელებს კონსულტაციებს ზურაბ ჟვანიასთან და მასთან ერთად გადაწყვეტილებას მიიღებს “მოქალაქეთა კავშირის” საბოლოო ბედთან დაკავშირებით.

ამჟამად ჟვანია სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

მსგავსი/Related

Back to top button