ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გადაიდება

(თბილისი, 22 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების წინააღმდეგია.

“არჩევნები დანიშნულ თარიღს – 2 ივნისს უნდა გაიმართოს”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

10 აპრილს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ძირითადი ცვლილებების მიღება ვერ შეძლო, რომელიც მერებისა და გამგებლების არჩევითობას ითვალისწინებდა. მერებსა და გამგებლებს კვლავ პრეზიდენტი ნიშნავს.

მსგავსი/Related

Back to top button