ახალი ამბები

შს-ს სპეცრაზმელებს ბრიტანელი სპეციალისტები გაწვრთნიან

(თბილისი, 20 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებს ბრიტანელი სპეციალისტები გაწვრთნიან. ამ რაზმების ბაზაზე ანტიტერორისტული ქვედანაყოფი შეიქმნება.

ეს საკიხი 21 აპრილს თავის ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას შეათანხმა საქართველოს შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც ლონდონში ოფიციალური შვიდდღიანი ვიზიტით იმყოფება, –  იტყობინება შს სამინისტრო.

საქართველოს შსს-ს სპეცრაზმელებს სწავლებები ჩაუტარდებათ როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც. ამ სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის დეტალებს ნარჩემაშვილის ვიზიტის მსვლელობისას განიხილავენ.

მსგავსი/Related

Back to top button