ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 10-12 აპრილი. 2002

10 აპრილი, ოთხშაბათი

სხდომის დასაწყისში  სერიოზული დებატები გამოიწვია საარჩევნო კანონისა და თვითმმართველობის კანონის განხილვის რიგითობის საკითხმა. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” ითხოვდა ჯერ თვითმმართველობის საკითხისთვის ეყარათ კენჭი და შემდეგ საარჩევნო კოდექსისთვის, რათა მათი კომპრომისი საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებული არ ყოფილიყო. საპირისპიროს ითხოვდნენ დანარჩენი ფრაქციები, რაც საბოლოოდ რეალიზებული იყო პარლამენტის მიერ.

1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

საკითხი წარადგინა ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ ხმალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) ორი ალტერნატიული ვარიანტი განიხილებოდა:

1. ბოლო ორი არჩევნების შედეგებით 4% გადალახული პარტიების თითო წარმომადგენელს დამატებული პრეზიდენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების დანიშნული წევრები;

მომხრე – 72
მოწინააღმდეგე – 93  (სარეიტინგო კენჭისყრა)

2. ბოლო ორი არჩევნების შედეგებით 4% გადალახული პარტიების ორ-ორი წარმომადგენელს დამატებული პრეზიდენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების დანიშნული წევრები.

მომხრე – 99
მოწინააღმდეგე – 69  (სარეიტინგო კენჭისყრა)

ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებდა, რომ თუ პარლამენტი დროულად მიიღებდა კანონს, მაშინ არჩევნების მხოლოდ ორი კვირით გადაწევა იქნებოდა საჭირო.

დეპუტატების მოთხოვნით ცსკ-ას თავჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ შეფასება მისცა არჩევნების ჩატარების საკითხს. მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონის მიხედვით არჩევნების ჩატარება მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებისათვის იქნებოდა შესაძლებელი. ძველი კანონის პირობებში კი ცსკ ფინანსური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში დათქმულ ვადებში ანუ 2 ივნისს შეძლებს არჩევნების ჩატარებას.

“სოციალისტთა” ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი პრეზიდენტსა და მოქალაქეთა კავშირის ურთიერთობების რეანიმაციის საფრთხის ფონზე არჩევნების დანიშნულ ვადაში ჩატარების მომხრე იყო. მის პოზიციას იზიარებდნენ ფრაქციები “აღორძინება”, “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”, “ახალი მემარჯვენეები” და “მრეწველები”. ზურაბ ჟვანიამ “გზა დაულოცა” 195 წევრიან გაერთიანებას და დაარწმუნა, რომ მოქალაქეთა კავშირის 40 კაციანი ფრაქცია მათ ხელს ვერ შეუშლიდა.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოითხოვა ალტერნატივის სახით დამდგარიყო კენჭისყრაზე ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის ამოქმედებას 2002 წლის 1 აგვისტოდან გულისხმობდა.

მომხრე – 139
მოწინააღმდეგე – 49

საბოლოოდ I მოსმენით კენჭი ეყარა სარეიტინგო კენჭისყრის შეგედების მიხედვით გამარჯვებულ ვარიანტს – ბოლო ორი არჩევნების შედეგებით 4% გადალახული პარტიების ორ-ორი წარმომადგენელს დამატებული პრეზიდენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების დანიშნული წევრები.

მომხრე – 151
მოწინააღმდეგე – 33

2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

კანონპროექტი ოფიციალურად წარადგინა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითთმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ რომან კუსიანმა.

კანონპროექტის თითოეულ პრინციპს სათითაოდ ეყარა კენჭი.

 I დონეზე (თემი, სოფელი, დაბა, ქალაქი) საკრებულოები მაჟორიტარული წესით ირჩევა; II დონეზე (რაიონული)- საკრებულოები პროპორციული წესით ირჩევა; დიდ ქალაქებთან მიმართებაში ასევე პროპორციული წესი მოქმედებს;

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 32

 აჩეული საკრებულოდან პრეზიდენტი ნიშნავს გამგებელს.

მომხრე – 65
მოწინააღმდეგე – 85

 არჩეული საკრებულო ირჩევს გამგებელს.

მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 54

კენჭისყრის შედეგებმა მოქმედი კანონიც ღიად დატოვა და კანონმდებლობა სერიოზულ ჩიხში შეიყვანა. ზურაბ ჟვანიამ მოუწოდა ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომ მათ სასწრაფოიდ დაეწყოთ მუშაობა ახალ ვარიანტზე, რომელიც გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს.

3. კანონპროექტი “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 150
მოწინააღმდეგე – 22

4. კანონპროექტი “საქართველოს საფადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 146
მოწინააღმდეგე – 24

5. კანონპროექტი “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 21

6. კანონპროექტი “სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 19

7. კანონპროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე – 19

8. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის “განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი)” რატიფიცირება

მომხრე – 143
მოწინააღმდეგე – 5

9. კანონპროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებელების შესახებ”

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 1

10. კანონპროექტი “იმპიჩმენტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 150
მოწინააღმდეგე – 2

11. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “იმპიჩმენტის შესახებ” კანონპროექტიდან/

მომხრე – 151
მოწინააღმდეგე – 0

12. კანონპროექტი “საპარლამენტო ფრაქციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 109
მოწინააღმდეგე – 8

13. დადგენილების პროექტი “საქათველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “საპარლამენტო ფრაქციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან/

მომხრე – 91
მოწინააღმდეგე – 1

14. კანონპროექტი “საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ.

კანონპროექტის მიხედვით პარლამენტიში იქმნება კრედიტების, გრანტებისა და ფინანსური ოპერაციების კომიტეტი.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 121
მოწინააღმდეგე – 23

15. დადგენილების პროექტი “საქართველოს 2002 წლის საიმიგრაციო კვოტის განსაზღვრის თაობაზე”

მომხრე – 121
მოწინააღმდეგე – 2

16. დადგენილების პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო ღონისძიებების თაობაზე”

მომხრე – 174
მოწინააღმდეგე – 5

11 აპრილი, ხუთშაბათი

1. კანონპროექტი “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა.

კანონპროექტი ეხება ტელეკომპანიების ლიცენზირების წესს.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 116
მოწინააღმდეგე – 1

2. კანონპროექტი “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 109
მოწინააღმდეგე – 3

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გამწესრიგებელი სხდომის განჩინების აღსრულების საკითხის განხილვა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ გააკეთა ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფოთის, აბაშისა და წალენჯიხის ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების არაკანონიერად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის შესაბამისად პარლამენტს უნდა გადაეწყვიტა იმ სამი დეპუტატის პეტრე ბერაიას, სამსონ ჭანტურიას და ვალერი ჭანტურიას უფლებამოსილების მოხსნის საკითხი, რომელთა კანონიერი ყოფნა პარლამენტში ეჭვქვეშ იდგა. 

ამ სპეციფიური საკითხის უხერხული მომენტების მიუხედავად ფრაქცია “აღორძინება”, “XXI საუკუნე”, “სოციალისტი”, “მრეწველები” დაჟინებით მოითხოვდნენ სასამართლოს განაჩენის აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საშიში პრეცედენტი შეიქმნებოდა.  მათ მიერ მოყვანილი იურიდიული არგუმენტაციის მიუხედავად, აღიარებდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ვაკუუმი არსებობდა.

მსჯელობამ დიდხანს გასტანა. კენჭისყრის შედეგებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ Aაღსრულდა.

მომხრე – 37
მოწინააღმდეგე – 70

12 აპრილი, პარასკევი

სხდომის დასაწყისში დეპუტატმა ივერი ჭელიძემ გააკეთა ინფორმაცია კოდორის ხეობაში რუსი სამშვიდობო დანაყოფის თვითნებურად შესვლის თაობაზე. ამ ინფორმაციამ რადიკალურად შეცვალა პარლამენტის მუშაობის რეჟიმი.

პარალამენტის დღის წესრიგმა განიცადა ცვლილება. დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივით დღის წესრიგში ჩაისვა კანონპროექტი “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”.

1. საქართველოს პარლამენტის მიმართვა გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას.

პარლამენტის თავჯდომარემ Nნინო ბურჯანაძემ გააკეთა დაწვრილებითი ინფორმაცია კოდორის ხეობაში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს, თუმცა ამის წინაპირობა სახეზეა.

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების საფუძველს არ წარმოადგენს ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ქართული, რუსული და გაეროს ერთობლივი პატრულირება კოდორის ხეობაში. აღნიშნული ფაქტი არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა.

მიმართვაში პარლამენტი შემდეგ შეფასებას აკეთებს: “მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გამოიყვანა საჯარისო ფორმირებები კოდორის ხეობიდან და დაიცვა ხელშეკრულების ყველა პირობა იმ იმედით, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდნენ უსაფრთხოების გარანტი, რუსეთმა დაიწყო პირდაპირი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველო იღებს ყველა ზომას ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტეის დასაცავად. საქართველოს პარლამენტი კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის მხარისაგან აღნიშნული სამხედრო შენაერთების დაუყოვნებლივ გაყვანას და მიმართავს მსოფლიოს თანამეგობრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად”.

მომხრე – 151
მოწინააღმდეგე – 0

2. “საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის წრთვნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის განხორციელების თაობაზე” თანამშრომლობის გეგმასთან დაკავშირებით ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირება

პარლამენტმა მიიღო დაგაწყვეტილება, რომ განხილვის პროცედურის გვერდის ავლით, დემონსტრაციულად ეყარა კენჭი აღნიშნული პროგრამის რატიფიკაციისათვის.
 
მომხრე – 172
მოწინააღმდეგე – 0

3. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის წევრის ბეჟან (ზურაბ) ბუცხრიკიძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე”

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 4

4. კანონპროექტი “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შესახებ”

განიხილეს II მოსმენით, მაგრამ კანონპროექტი ვერ გავიდა.

მომხრე – 48
მოწინააღმდეგე – 17

5. კანონპროექტი “საარსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების სეტანის თაობაზე”

განიხილეს II მოსმენით.

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე -7

6. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადება

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ინიციატივით პარლამეტმა მიიღო აღნიშნული განცახადება.

მომხრე – 96
მოწინააღმდეგე – 0

მსგავსი/Related

Back to top button