ახალი ამბები

გამგებლებს და მერებს კვლავ პრეზიდენტი დანიშნავს

პრეზიდენტ შევარდნაძის სასარგებლოდ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ უცვლელი რჩება.

10 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა ვერ შეძლო მიეღო ძირითადი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში, რომელიც ქვეყნის რეალურ თვითმმართველობაზე გადასვლას გულისხმობდა.

მერებისა და გამგებლების არჩევითობას პარლამენტში მხოლოდ 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ცვლილების დასამტკიცებლად კი 118 ხმა იყო საჭირო. პარლამენტმა ასევე არ გაიზიარა დეპუტატთა ერთი ჯგუფის ინიციატივა, რომ პრეზიდენტმა გამგებელი და მერი არჩეული საკრებულოდან დანიშნოს.

ეს ნიშნავს, რომ 2 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძველი კანონმდებლობით ჩატარდება და მოსახლეობა მხოლოდ ადგილობრივ საკრებულოებს აირჩევს, მერებსა და გამგებლებს კი კვლავაც პრეზიდენტი დანიშნავს.

მერებისა და გამგებლების არჩევითობას პრეზიდენტი შევარდნაძე ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გაჩნდა კიდეც იმისი სასიშროება, რომ ცვლილებების გასვლის შემთხვევაშიც, მას შევარდნაძე ვეტოს დაადებდა.

“მერებისა და გამგებლების არჩევითობის შემთხვევაში პრეზიდენტი რეგიონებზე გავლენას კარგავს”, აღნიშნა ფრაქცია “მრეწველების” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.
 
დეპუტატ ზურაბ ჟვანიას შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებით პარლამენტში სერიოუზული კრიზისი დადგა და პარტლამენტი ჩიხში მოექცა. 10 აპრილის სხდომის შედეგები პარლამენტის რეფორმატორული ფრთისა და მისი მხარდამჭერი ფრაქციების დამარცხებად შეიძლება ჩაითვალოს.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეიტანა, რაიონებსა და დიდ ქალაქებში არჩევნების პროპოციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს, ხოლო პიველ დონეზე არჩევნები მაჟორიტარული წესით გაიმართება.

ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონთან ერთად 10 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, სადაც პრეზიდენტის ინტერესებთან ერთან აჭარის მმართეველი ელიტის ინტერესებიც იქნა გათვალისწინებული.

ამ წესის თანახმად, ცსკ-ში ორ-ორ წევრს დანიშნავენ პარტიები, რომელბმაც წინა ორ არჩევნებში 4%-იანი ბარიერი გადალახეს. ასეთი პარტია სულ 8 არის.

კომისიაში ასევე შევლენ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქვეყნის პრეზიდენტის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, ცენტრალური საარჩევნო კომისია 19 წევრით დაკომპლეტდება.

თუმცა აღნიშნული ცვლილებები ძალაში მხოლოდ 1 ოქტომბერს შევა, ასე რომ 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს. 

საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშნვა პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციების მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და შესაბამისად პრეზიდენტის სურვილის გაზიარებას ნიშნავს.

შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტისადმი, ერთი შეხედვით, არც თუ ისე დადებითად განწყობილმა პარლამენტმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ეს შევარდნაძეს სურდა.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button