ახალი ამბები

მოლაპარაკებები ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეწყდა

(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო, კოდორში რუსი სამშვიდობო ძალების გამოჩენის გამო დროებით შეწყდა. 

რუსული დელეგაცია რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის მეთაურობით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტთან ირაკლი მენაღარიშვილთან მართავდა მოლაპარაკებებს, როდესაც კოდორის ხეობაში რუსული ჯარის განლაგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ბორის პასტუხოვმა დროებით შეწყვიტეს მოლაპარაკებები და კოდორში არსებული ვითარების განსახილველად პრეზიდენტ შევარდნაძესთან შესახვედრად გაემართნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button