ახალი ამბები

მინისტრები დეპუტატებს აფხაზეთში მომხდარ ინციდენტზე ესაუბრნენ

(თბილისი, 28 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მარტს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა დეპუტატები აფხაზეთში არსებული ვითარებასა და სეპარატისრულ რეგიონში მოსალოდნელი შესაძლო პროვოკაციის საქმის კურსში ჩააყენეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამორიცხა აშშ-ის სამხედრო ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლის გადადების შესაძლებობა. წვრთნების გადადების შესახებ მოსაზრება ქართველ პოლიტიკოსთა შორის თავდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ გაისმა. 

26 მარტს დავით თევზაძემ განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლის შეფერხებასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ის 30 მარტს ის რუს სამშვიდობოებთან შეხვედრასა და მათთან ერთად აფხაზეთში არსებული ვითარების განხილვას აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button