skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ახალი ელჩი აშშ-ში

(თბილისი, 15 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ლევან მიქელაძე საქართველოს ახალ სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში. კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ წარუდგინა.

ლევან მიქელაძე დღემდე ეუთოსა და ვენაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოადგენდა.

მან ელჩის თანამდებობაზე თედო ჯაფარიძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button