ახალი ამბები

ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლებელია – აცხადებს ჟვანია

(თბილისი. 5 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “არსებულ ვითარებაში, პარლამენტში ახალი უმრავლესობის შექმნა, როგორც ეს რამოდენიმე თვის წინ იყო შეუძლებელია”, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ 4 დეკემბერს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში.

არესუბული კრიზისიდან გამოსავალი, ჟვანიას აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ იგი საქართველოში არსებულ ყველა დემოკრატიულ ძალასთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ახალ “ნაციონალურ მოძრაობასთან, მართავს კონსულტაციებს, რათა არჩევნებზე ერთიანი ფართო კოალიციით გამოსვლა გახდეს შესაძლებელი. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button