
ახალი ამბები
პარლამენტმა ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილებები ჩააგდო
(თბილისი. 20 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებები არ დაამტკიცა. 119 დეპუტატი წინააღმდეგი ხოლო 11 ცვლილებების მომხრე იყო. პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი სტრუქრურული ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, საგადასახასადო შემოსავლების სამინისტროს ფინანსთა სამინისტორსთან გაერთიანებას ითვალისწინებდა. პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ამგვარი ცვლილებები ნაადრევია.