skip to content
ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ორი თანამშრომელი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად

(თბილისი. 18 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ორი თანამშრომელი და 7 წლის ბავშვი დაიღუპა გუშინ გვიან ღამით ავტოავარიის შედეგად. ერთი ჟურნალისტი ნანა წიკლაურია, ხოლო მეორე სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მძღოლი. ავარია ფონიჭალასთან მოხდა.

“რუსთავი 2”-ის კიდევ სამი თანამშრომელი, მათ შორის ერთი ოპერატორი დაშავებულია და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.

ამ დროისთვის ტელეკომპანიის მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button