Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთი გუდაუთის სამხედრო ბაზას ტოვებს?

რუსეთის სამხედრო შეიარაღება გუდაუთაში სარკინიგზო ვაგონებშია უკვე დატვირთული და ბაზის დატოვების შესახებ მხოლოდ მოსკოვიდან ბრძანებას ელოდება, ამ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო საშუალებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ოფიციალური თბილისი ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს ამ ინფორმაციას.

რუსეთს გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ ამა წლის 1 ივლისს უნდა მოეხდინა 1999 წლის ეუთო-ს სტამბოლის სამინიტის შეთანხმების შესაბამისად, თუმცა რუსეთმა შეთანხმება დღემდე არ შეასრულა.

აფხაზები რუსეთის სამხედრო ტექნიკის გატანის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button