ახალი ამბები

რუსეთი თბილისს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს

გაეროს მისიის ვერტმფრენის ჩამოგდების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაა, რომელიც ტერორისტებისადმი მოთმინებით ხასიათდება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველო ახლა მაინც მიიღებს ყველა საჭირო ზომას რათა კოდორის ხეობაში თავშეფარებული ტერორისტები გაანადგუროს.

ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩეჩენე მეომრების არსებობას.

Back to top button