
საქართველომ სავალუტო ფონდის ოთხი ვალდებულება უნდა შეასრულოს
“რეზონანსი” “რეზონანსი” რუბრიკაში “ბიზნეს რეზონანსი” საერთაშორის სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის წაყენებულ ვალდებულებსა და ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხს მიმოიხილავს. 17 ოქტომბერს ვაშინგტონში სავალუტო ფონდი საქართველოსთან პროგრამის აღდგენის საკითხს განიხილვას. ჯერჯერობით, თბილისს არ შეუსრულებია ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის პროგრამის აღდეგენის საკითხი განიხილოს. სექტემბრის მიწურულისთვის თბილისს ფონდის 12 ვალდებულება უნდა შეესრულებინა, თუმცა ახლა ვალდებულებათა რაოდენობა ოთხამდე შემცირდა. შესასრულებელი ვალდებულებები შემდეგია: სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესრულება, ბიუჯეტის სეკვესტრირება, საგადასახადო და საბაჟო სისტემის მომსახურეთა ქცევის კოდექსის მიღება და ცვლილებების შეტანა საბანკო კანონმდებლობაში. პრეზიდენტის თანაშემწე ფისკალურ-ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ კანცელარიის მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, ბიუჯეტი 300-320 მლნ ლარით უნდა შემცირდეს, ფინანსთა სამინისტრო კი აპირებს 206-220 მლნ ლარამდე ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის წარდგენას პარლამენტში. “ბიზნეს რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს ამ ფაქტზე და სტატიის ქვესათაურად გამოაქვს ფრაზა “ფინანსთა სამინისტროსა და კანცელარიის მონაცემები 100 მლნ ლარით ასცდა ერთმანეთს”. სავალუტო ფონდი გარკვეული ინდიკატორია როგორც საერთაშორისო დონორებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. ამდენად, საქართველომ მილიონობით ლარი დაკარგა იმის გამო, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა ჯერ არ აღდგენილა საქართველოში, განაცხადა ისაკაძემ “ბიზნეს რეზონანსთან” სუბრისას.