ახალი ამბები

გაეროს მისია აფხაზეთში ვერტმფრენის ჩამოგდებას ადასტურებს

საქართველოში გაეროს მისიამ დაადასტურა ინფორმაცია აფხაზეთში სოფელ ამტყელთან მათი ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ. მისიაში აცხადებენ, რომ ვერტმფრენში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი, 5 გაეროს სამხედრო დამკვირვებელი და ერთი აფხაზი თარჯიმანი. გაეროს მისიაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. როგორც საქართველოში გეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის დიტერ ბოდენის თანაშემწემ განაცხადა ვერტმფრენი რაკეტით იქნა ჩამოგდებული, თუმცა ვის მიერ ამის თაობაზე გაეროს მისიაში ინფორმაციას არ ფლობენ.

აფხაზური მხარე მომხდარში ჩეჩნურ-ქართულ ერთობლივ შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს. ქართველი პარტიზანები აცხადებენ, რომ ვერტმფრენი აფხაზებმა, ან რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს, რადგან აფხაზეთში საზენიტო დანადგარები მხოლოდ მათ გააჩნია.

გაეროს დამკვირვებლებს დღეს კოდორის ხეობის მონიტორინგი უნდა დაეწყოთ. 

Back to top button