skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციური ფრაქციები ახალ ალიანსს ქმნიან

დღეს ოფიციალურად ჩამოყალიბდა ოპოზიციურ ფრაქციათა ახალი ალიანსი, რომელშიც “ტრადიციონალისტები”, “მრეწველები” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატები” შევიდნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საგადასახადო და საარჩევნო კოდექსების სრულყოფა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა – ალიანსის ძირითადი ამოცანეიბია.

“ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ საპარლამენტო ფრაქციასთან რომელიც ჩვენს ამ მიზნებს გაიზიარებს”, განაცხადა “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button