Placeholder canvas
ახალი ამბები

სტრასბურგში ქართველ სამართალდამცველებს კანონდარღვევებში ამხელენ

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ელენე თევდორაძე გენპროკურორის გია მეფარიშვილის საქმიანობას აკრიტიკებს. მომავალ კვირას ელენე თევდორაძე სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც ქართველ სამართალდამცველთა მუშაობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ჩაატარებს. პარლამენტარი ევროპის საბჭოს, გენპროკურატურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების ფაქტებსა და დამამტკიცებელ საბუთებს წარუდგენს.  

თევდორაძის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მხოლოდ ერთ – პირადი მოტივების ვერსიას ამუშავებს. დეპუტატმა მიმართა პროკურატურას, რომ იგი მზად არის მკვლელობის პანკის ხეობასთან შესაძლო კავშირის თაობაზე, გამოძიებას ჩვენება მისცეს. დეპუტატის განცხადებით, მას ამის საკმარისი სამხილი გააჩნია, თუმცა პროკურატურა თევდორაძის ამ წინადადებას არც კი გამოხმაურებია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button