
2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (10.3%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (8.0%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.4%-იანი ზრდა). ფასები შემცირდა კავშირგაბმულობისა (4%-იანი კლება) და დასვენება, გართობა და კულტურის (1.5%-იანი კლება) ჯგუფებზე.
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (1.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.9%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: (0.9%-იანი ზრდა). ფასები შემცირდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორების (0.6%-იანი კლება), ტრანსპორტის (0.4%) და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის (0.4%) კატეგორიებში.
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.8%), პური და პურპროდუქტები (1.9%), თევზეული (1.4%), რძე, ყველი და კვერცხი (1.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%).
This post is also available in: English