
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთში დასავლეთის მიერ სანქცირებული ბელარუს ჩინოვნიკს შეხვდა
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთში ვიზიტის დროს დასავლეთის მიერ სანქცირებულ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, დმიტრი გორას შეხვდა, განაცხადა ბელარუსის ხელისუფლებამ 18 სექტემბერს, თუმცა საქართველოს ოფიციალური პირები შეხვედრის შესახებ დუმილს ამჯობინებენ.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, რომლებიც ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების გაწევას, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს, საგამოძიებო პროცესების დიგიტალიზაციას, თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვას და თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას.
დიმიტრი გორა დასანქცირებულია დასავლეთში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევაში და სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში მისი როლის გამო.
This post is also available in: English