ახალი ამბები

წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობისთვის ნიკა გვარამიას რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ 1 ივლისს ოპოზიციური პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. მას ასევე ორი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

ნიკა გვარამია, რომელიც წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო 16 ივნისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საბოლოო განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო.

This post is also available in: English

Back to top button