skip to content
ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძეს „ქართული ოცნების“ კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს 23 ივნისს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე უარის თქმისთვის.

მანამდე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს იგივე ბრალდებით რვა თვით, ხოლო „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამივე მათგანს ორი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

ოპოზიციის არცერთ ლიდერს, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა, არ ეკავა ოფიციალური თანამდებობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. „ქართული ოცნების“ კომისია ოპოზიციური პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივი დევნის ინსტრუმენტად განიხილება.

This post is also available in: English

Back to top button