ახალი ამბები

კობახიძე: ადგილობრივ არჩევნებზე ოდირის დაკვირვება „ზედმეტია“

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიის მოწვევა საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად „ზედმეტი“ იქნებოდა.

„ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18 ივნისს.

კობახიძის თქმით, ზოგადად არ არსებობს პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. „გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, იქიდან გამომდინარე, ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემასთან“, – აღნიშნა მან. „სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა“.

This post is also available in: English

Back to top button