
ახალი ამბები
ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დასახელდა
ხატია წილოსანი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დასახელდა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს. წილოსანი თანამდებობას 10 ივლისს დაიკავებს. ის თამარ ტალიაშვილს შეცვლის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მომდევნო ელჩად არის წარდგენილი.
This post is also available in: English