skip to content
ახალი ამბები

სენატორი ბენ კარდინი მიესალმება „ანგარიშვალდებულების ზომებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ“

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარებას აჩერებს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა 31 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა სათაურით „თავმჯდომარე მიესალმება ანგარიშვალდებულების ზომებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ“, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უცხოური დახმარების დიდი ნაწილი შეჩერდეს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევაზე მნიშვნელოვან და საჭირო პასუხს წარმოადგენს“.

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედება – კერძოდ, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის ამოქმედება – წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს კანონმა უცხოელი აგენტების შესახებ და შემდგომში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევამ საგანგაშო დემოკრატიული უკუსვის მკაფიო სურათი დახატა“. სენატორი კარდინი აცხადებს, რომ დახმარების შეჩერება, რომლითაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სარგებლობს, „ასახავს ჩვენი ქვეყნის ძლიერ ერთგულებას ქართველ ხალხთან დგომისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. დემოკრატიისა და თავისუფლების ჩვენი საერთო ღირებულებები გადახედვას არ ექვემდებარება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button