skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ასევე გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სუსი სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი „აქტიურად“ მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button