skip to content
ახალი ამბები

კახეთის რეგიონს ახალი რწმუნებული ჰყავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 29 აგვისტოს განაცხადეს, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის რეგიონში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დანიშნა.

ალადაშვილმა პოსტზე ირაკლი შიოშვილი შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია სად გაგრძელებს ეს უკანასკნელი საქმიანობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა და მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

ამავე ინფორმაციით, რწმუნებულად დანიშვნამდე, ალადაშვილს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button