ახალი ამბები

ქვემო ქართლის რეგიონს ახალი რწმუნებული ჰყავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონის ახალ სახელმწიფო რწმუნებულად 33 წლის გიორგი დოხტურიშვილი დანიშნა, რომელმაც თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი შეცვალა.

გიორგი დოხტურიშვილს 2021 წლის აგვისტოდან ამავე რეგიონის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე იგი დედაქალაქის საკრებულოს წევრი იყო ქართული ოცნების სიით.

რაც შეეხება შოთა რეხვიაშვილს, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი 2018 წლიდან ეკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანი მოადგილედ დაინიშნა. მანადმე, 2014-2018 წლებში, იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button