skip to content
ახალი ამბები

შს მინისტრის ახალ მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 მარტის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელის ახალ მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

დარახველიძე, რომელიც  2019 წლიდან შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, ვახტანგ გომელაურის მე-5 მოადგილე იქნება. მას 2018-2019 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. 2018 წელს ასევე იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი – ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უფრო ადრე, 2009-2012 წლებში იგი სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

მსგავსი/Related

Back to top button