![](https://civil.ge/wp-content/uploads/2020/05/2505mof-2.png)
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 80 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 25 მაისს გამართულ ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე „ბენჩმარკ ობლიგაციები“ გაყიდა.
სამინისტროსვე განცხადებით, აუქციონში მონაწილეობა 6-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 164 450 000 ლარი შეადგინა.
უწყების განმარტებით, აუქიონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750%, საშუალო შეწონილი – 9.111%, მაქსიმალური კი – 9.260% იყო.