![](https://civil.ge/wp-content/uploads/2020/03/3103geostat-2.png)
ახალი ამბები
საქსტატი: თებერვალში მშპ-ის ზრდა 2.2% იყო
„საქსტატის“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2.2% იყო.
2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა იყო შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი; ინფორმაცია და კომუნიკაცია; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები.
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.
2019 წლის მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 5.1% იყო.
ასევე წაიკითხეთ: