skip to content
ახალი ამბები

თბილისში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში, ისნის რაიონში, გაბრიელ ბერის გამზირზე მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრტერორისტული ოპერაცია გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმები. 

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილიდან მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. 

სპეცოპერაციის დეტალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მსგავსი/Related

Back to top button